ბრენდი N&B და კომპანია Georgian Production 2024 წლის სექტემბერში დაფუძნდა, როგორც ცნობილი ქართული ბრენდის, „მარიგოლდის“ შვილობილი კომპანია. მისი დამფუძნებლები ამავე ბრენდის დიზაინერები — ნინა ექსეულიძე და ბუგა ოსიძე არიან. ჩვენ ვქმნით გათანამედროვებულ ქართულ სამოსს, საქორწილო კაბებს, ასევე ყოველდღიურ და საღამოს ტანსაცმელს. კომპანია აქტიურად უწყობს ხელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული მოდისა და ხელოვნების წარმოჩენას. ჩვენი მიზანი ქართული ტრადიციული ელემენტების თანამედროვე მოდასთან შერწყმა და ქართული კულტურის საერთაშორისო სივრცეში პოპულარიზაციაა.
ბრენდი N&B და Georgian Production დაარსდა დიზაინერების ნინა ექსეულიძისა და ბუგა ოსიძის მიერ, როგორც ლეგენდარული „მარიგოლდის“ შვილობილი კომპანია.
N&B-ის პრეზენტაცია ნიუ-იორკში, კლუბ Veys-ში გაიმართა, რომელსაც 200-ზე მეტი სტუმარი და ქართული დიასპორის ლიდერები ესწრებოდნენ.
ბრუკლინის უძველეს თეატრში Oceane გაიმართა საქველმოქმედო ჩვენება, სადაც წარმოდგენილი იყო გათანამედროვებული ქართული ტანსაცმელი.
მანჰეტენზე, ერთ-ერთ წამყვან შოურუმში მოეწყო ჩვენი სამოსის ჩვენება ამერიკელი კოლეგებისა და მედიისთვის.
Georgian Production ავტორობს ყოველთვიურ სატელევიზიო გადაცემას Tvistomi Holding-ში, რომელიც აშშ-ში ქართულ დიასპორასა და მოდას ეთმობა.
კომპანიამ მოიპოვა სპეციალური გრანტი, რომლის ფარგლებშიც ქართველი ახალგაზრდები სწავლობენ და მუშაობენ ტრადიციულ ქართულ ორნამენტებზე.
მანჰეტენზე გაიმართება N&B Fashion Week, სადაც წარმოდგენილი იქნება ახალი კოლექცია და გათანამედროვებული ქართული სამოსი.